ჩინეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი დაიწყო. ჩენგტუს საერთაშორისო აეროპორტში მთავრობის მეთაურის დახვედრის ცერემონია უკვე გაიმართა. პრემიერ-მინისტრს აეროპორტში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების მინისტრი ხუაი ძინპენგი, სიჩუანის პროვინციის გუბერნატორი და საქართველოში ჩინეთის ელჩი, ჭოუ ციენი დახვდნენ. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად იმყოფება.