აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მიიღო გადაწყვეტილება, შეერთებულ შტატებს უფლება მისცეს უკრაინაში რუსეთის ომის დანაშაულებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გამოძიებასთან ითანამშრომლოს, - ინფორმაციას CNN-ი სანდო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ტელეკომპანიის ცნობით, გადაწყვეტილება რამდენიმეთვიანი შიდა დებატების შემდეგ მიიღეს და ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც აშშ მტკიცებულებების სისხლის სამართლის სასამართლოსთვის გაზიარებას დასთანხმდა.
CNN-ის წყაროს განმარტებით, რა ინფორმაციას გააზიარებს აშშ საბოლოოდ დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რას მოითხოვს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი გამოძიებისთვის.