ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ აშშ-ს საელჩო არასდროს ჩართულა სააკაშვილის თემის ლობირებაში. კითხვაზე, რა შეიძლება იყოს ქართული სამთავრობო მედიებისა და ხელისუფლების მხრიდან შტატების საელჩოს წინააღმდეგ ბრალდების საფუძველი, ვედანტ პატელმა აღნიშნა, რომ რომელიმე მხარის "ფსიქოლოგიურ შეფასებას არ აპირებს".