წიგნის მთავარი გმირი , ახალგაზრდა მამაკაცი ჯო გოლდბერგია , რომლისთვისაც მკვლელობები სიყვარულის ერთგვარ უკუჩვენებას წარმოადგენს. მისი ყოველი ახალი სიყვარული ახალი გვამებს ტოვებს , ეს მისთვის ცხოვრებისეულ მორალს წარმოადგენს და სხვაგვარად მისთვის წარმოუდგენელია.
ჯო ამჯერად ლოს ანჯელესიდან ნიუ-იორკში მიყვება ემი ადამსის კვალს , ქალის რომელმაც მას გული გაუტეხა. ამავდროულად მას სურს უკან მოიტოვოს თავისი ბნელი წარსული , რომელიც მკვლელობებით და გადამალული გვამებითაა გაჟღენთილი , მათ შორის მის ყოფილ სიყვარულს, გუინერვა ბექსის.
თუმცა ჯოს ნიუ-იორკში ჩამოსვლის მიზანი მოულოდნელად მას შემდეგ იცვლება რაც მას ახალგაზრდა დამწყები მსახიობი ქალი , ლავ ქუინი უყვარდება, რომელმაც არაფერი იცის მამაკაცის ბნელ წარსულზე და ეს ასეც უნდა დარჩეს. თუმცა სწორედ იმ დროს , როცა ჯო ახალი ცხოვრებისკენ დგამს ნაბიჯს , მის მიერ წარსულში დატოვებული გვამები იწყებენ ამოტივტივებას.
კეროლაინ კეპნესი 1976 წლის ნოემბერში ამერიკის შეერთებულ შტატებში , მასაჩუსეტში , კეიპ კოდის ნახევარკუნძულზე დაიბადა. სკოლის დამთავრების შემდეგ მან სწავლა ბრაუნის უნივერსიტეტში დაიწყო , რომლის დასრულების შემდეგაც ბაკალავრიატის ხარისხი მიიღო და მუშაობა რეპორტიორად Entertainment Weekly-ში დაიწყო.
მწერალმა თავისი პირველი წიგნი სახელწოდებით, „შენ“ 2014 წელს დაწერა , რასაც მოჰყვა რომანები გადამალული გვამები , განგება და მისი ბოლო წიგნი „შენ მე გიყვარვარ“ , რომელიც 2021 წელს გამოიცა. წიგნის მიხედვით სცენარისტებმა გრეგ ბერლანტიმ და სეროი გემბლმა კინოკომპანია უორნერ ბრაზერსის პროდიუსერობით გადაიღეს სერიალი უცვლელი სახელწოდებით „შენ“ , რომლის პირველი სეზონიც 2018 წელს ტელეარხ lifetime-ზე გავიდა , მეორე სეზონიდან კი სერიალი ნეტფლიქსის პლატფორმაზე გაგრძელდა რომელიც მწერლის მეორე რომანის , გადამალული გვამების მიხედვით გადაიღეს , სერიალი ჯამში 3 სეზონისგან შედგება.
წიგნი ქართულ ენაზე 2022 წელს ითარგმნა და გამოიცა , გამომცემლობა პალიტრა ელის მიერ წიგნების სერიაში „ტოპ თრილერი“ და ამ დროიდან ხელმწისაწვდომია წიგნების მაღაზიათა ქსელ ბუბლუსსა და პალიტრა ელის ვებგვერდზე, PalitraL.ge