ოპოზიციის გაერთიანების საკითხს პოლიტიკური პარტიების ნაწილი “გამარჯვების ფორმულად” არ მიიჩნევს. “ქართული ოცნების” ოპონენტები აცხადებენ, რომ მიმდინარე პოლიტიკურ თუ სოციალურ საკითხებზე საუბარი და მსჯელობა მისაღებია, თუმცა ეს ავტომატურად გაერთიანებას არ მოიაზრებს. მათივე განმარტებით, კოლაბორაციას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია შედეგის მოტანა, თუ ის პრაგმატულად სწორი და კარგად გათვლილია. ოპოზიციონერ პოლიტიკოსთა მეორე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ მთავარი ამოცანა 2024 წლის არჩევნებში “ქართული ოცნების” დამარცხებაა, რისთვისაც საერთო იდეის გარშემო გაერთიანება არის საჭირო.