მარიამ მაისურაძე ევროპის ჩემპიონია. ქართველმა სპორტსმენმა ატაცსა და ორჭიდში ოქროს მედლები მოიპოვა.
ბუქარესტში მიმდინარე (U20) ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატის პირველივე დღეს მაისურაძემ საქართველოს ნაკრებს პირველი მედლები მოუტანა.
გარდა ამისა, მაისურაძემ საქართველოს რეკორდებიც დაამყარა. ძალოსანმა ატაცსა და ორჭიდში ქვეყნის რეკორდი 2-2 კილოგრამით გააუმჯობესა.