საგარეო საქმეთა და უშიშროების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, დანიასა და შვედეთში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. ჯოზეფ ბორელის განცხადებით, ევროკავშირი დანიასა და შვედეთში ყურანის დაწვასთან დაკავშირებულ ქმედებებს გმობს. მისივე თქმით, ევროკავშირი რელიგიური სიძულვილის და შეუწყნარებლობის წაქეზებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ ფორმას კატეგორიულად გმობს. ასევე აღნიშნა, რომ ყურანის და სხვა წმინდა წიგნების წაბილწვა მორწმუნეთა გრძნობებს შეურაცხყოფს და პროვოკაციას წარმოადგენს.