აფრიკის სახელმწიფოთა ლიდერების უმეტესობა რუსეთ-აფრიკის სამიტს არ დაესწრება. The Moscow Times-ის ცნობით, მომავალ სამიტზე სახელმწიფოს პირველი პირის დონეზე მხოლოდ 17 ქვეყანა იქნება წარდგენილი, სხვა სახელმწიფო დელეგაციებს - პრემიერ-მინისტრები, ვიცე-პრემიერები, მინისტრები და ელჩები უხელმძღვანელებენ, აფრიკის 5-მა ქვეყანამ კი, საერთოდ უარი განაცხადა სამიტზე ჩასვლაზე.
„მოწვევები ყველა ლიდერს გაეგზავნა და მასში აღნიშნული იყო, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი თითოეულ ლიდერთან, რომელიც სანქტ-პეტერბურგის სამიტზე ჩავა, პირად შეხვედრას გამართავს“, - აღნიშნავს გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ სამიტი სანქტ-პეტერბურგში 27-28 ივლისს ჩატარდება.