სირიის საჰაერო სივრცეში რუსული ავიაგამანადგურებელის მიერ ამერიკული უპილოტო თვითმფრინავის დააზიანებას პენტაგონი ეხმაურება. პენტაგონის სპიკერის მოადგილემ, საბრინა სინგმა რუსი მებრძოლების ქმედებებს საშიში და არაპროფესიონალური უწოდა. პენტაგონის სპიკერის მოადგილის განცხადებით, რუსული ავიაგამანადგურებლისა და ამერიკული უპილოტო თვითმფრინავის ინციდენტი, რომელიც 23 ივლისს მოხდა, მოსკოვის მიერ ფრენის წესების კიდევ ერთი აშკარა უგულებელყოფაა. პენტაგონმა რუსეთს საერთაშორისო სამართლის წესების შესაბამისად მოქმედებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.