ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების ფარგლებში, საყანე ფართობების მიმდებარე ტერიტორიები ცივი შესხურების ტექნოლოგიით მუშავდება. პირველი ეტაპზე, 9400 ჰა ფართობი არის დამუშავებული. შემდეგ ეტაპზე, ფაროსანას გავრცელების არეალის მიხედვით, სიმინდის მასივები სრულად დამუშავდება. მონიტორინგის შედეგების გათვალისწინებით, იმ სოფლებში, სადაც მავნებლის დიდი კონცენტრაცია ფიქსირდება, სპეციალურად განთავსებულ სადგურებზე თერმული ნისლით წამლობა ხორციელდება. აღნიშნული ტექნოლოგიით 42 700 ჰა ფართობი უკვე დამუშავებულია.