იტალიაში მიმდინარე მსოფლო ჩემპიონატზე ქართველი მოფარიკავე სანდრო ბაზაძე ფინალში ამერიკელ ელი დერშვიცთან 6:15 დამარცხდა და ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ნახევარფინალში სანდრომ დრამატულ ბრძოლაში ეგვიპტელ ზიად ელსისის 15:14 მოუგო. მანამდე კი გერმანელ ლუის ბონაჰის, ტუნისელ ფარეს ფერჯანის, ამერიკელ მიჩელ სერონისა და იაპონელ კენტო იოშიდას სძლია.
მსოფლიოს N1-მა ხმლით მოფარიკავემ მიმდინარე სეზონში უკვე უნიკალური მიღწევა დააფიქსირა, 2022/23 წლების სეზონის ყველა (11) ძირითად ტურნირზე (მსოფლიო ჩემპიონატი, ევროპის ჩემპიონატი, ევროპული თამაშები, გრან-პრი, მსოფლიო თასი) მედალი მოიპოვა, აქედან 10-ჯერ ფინალში იასპარეზა.
საერთო ჯამში, სანდრო ბაზაძე წინა სეზონიდან მოყოლებული კვარცხლბეკზე მეთოთხმეტე შეჯიბრს ასრულებს.