უკრაინის პრეზიდენტი თავისი ქვეყნის კონტრშეტევაზე საუბრობს. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დრონების არმიის პირველი შედეგი უკვე არსებობს, რაც ყოველდღიურ სიახლეებშიც ჩანს. ზელენსკის თქმით, უკრაინის დრონების არმია კიდევ უფრო გაიზრდება. მანვე ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ყველა ტიპის დრონი სჭირდება.