შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა სამაშველო ოპერაციების ეფექტურობის გაუმჯობესების მიზნით, 4 ცალი სწრაფმავალი სამაშველო კატარღა შეიძინა. პირველი კატარღის გადმოცემის ღონისძიება ბათუმში, სამაშველო განყოფილების ტერიტორიაზე გაიმართა. კატარღა აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით. მასზე დამონტაჟებულია წყლის ფსკერის სკანირებისა და ცეცხლის ქრობის საშუალებები.