ოპოზიციური პარტიების გაერთიანების საკითხი კვლავ განხილვის მთავარი თემაა ქართულ პოლიტიკურ სივრცეში. „ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრები აცხადებენ, რომ „ქართული ოცნების“ დამარცხსებისთვის მთავარი ნაბიჯი სწორედ პროდასავლური პარტიების გაერთიანება იქნება. ისინი ასევე მიესალმებიან სხვა ოპოზიციური ცენტრების შექმნასაც, მათი თქმით მნიშვნელოვნია მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის ქვეყანაში რამდენიმე პოლიტიკური ცენტრი არსებობდეს. მათი შეფასებით, პოლიტიკურ ცენტრებს შორის კონკრეტულ საკითხებზე კოორდინაციაც აუცილებელი იქნება.