აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებით, ორ ქვეყანას შორის სამშვიდობო ხელშეკრულებისთვის სომხეთის რესპუბლიკამ ყარაბაღი და კიდევ რვა ტერიტორია აზერბაიჯანის ნაწილად უნდა აღიაროს. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში ხელშეკრულების ხელმოწერა უახლოეს მომავალში შეიძლება მოხდეს. სომხეთ-აზერბაიჯანის კონლფიქტის დარეგულირებაზე კომენტარი გააკეთა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმაც. მისი თქმით, სომხეთი მთიანი ყარაბაღიდან 120 000-ი სომეხის განსახლების საკითხს არ განიხილავს.