საპარლამენტო უმრავლესობის, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მთელი დღის განმავლობაში საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს განიხილავდნენ. მთავარი სასაუბრო თემა ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულება იყო. მათ შორის, მართლმსაჯულების, მედიის თავისუფლების, დეპოლარიზაციისა და ადამიანის უფლებების მიმართულებით არსებული მდგომარეობა. აღნიშნულ კონფერენციას ესწრებოდა საქართველოში ევროკავშირის ელჩი . პაველ ჰერჩინსკის განმარტებით, ევროკომისიის თანახმად 12 რეკომენდაციიდან 3 სრულად შესრულდა, 2-თან დაკავშირებით პროცესის დაჩქარებაა საჭირო. მმართველი პარტიის პოზიციით, ამ დრომდე რისი გაკეთებაც იყო შესაძლებელი მმართველმა პარტიამ ყველაფერი გააკეთა, ოპოზიციისთვის მმართველი გუნდის ეს შეფასება მიუღებელია.