უკრაინის პრემიერ-მინისტრი, დენის შმიგალი მოუწოდებს საერთაშორისო პარტნიორებს, დაეხმარონ უკრაინას ქვეყნის სამხრეთის ოლქების ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის გაძლიერებაში.
მისივე თქმით, რუსეთის ფედერაცია უკვე ერთ კვირაზე მეტია, რაც უკრაინის სამხრეთის ოლქების ტერორს განაგრძობს, რომლის მიზანი ხალხის დაშინება, საპორტო ინფრასტრუქტურის განადგურება, აგრარული სექტორისთვის მაქსიმალური ზიანის მიყენება და მსოფლიოში სასურსათო კრიზისის შექმნაა.
უკრაინის მთავრობის მეთაურმა ასევე აღნიშნა, რომ ოდესაში სულ მცირე 28 არქიტექტურული ძეგლი არის დაზიანებული და ამჟამად ზარალის ოდენობის შეფასება მიმდინარეობს.
"რუსეთი შავი ზღვის რეგიონის ყველა სახელმწიფოსთვის საფრთხეს წარმოადგენს. მტერს აუცილებლად მოუწევს გადახდა, ხოლო ჩვენ აუცილებლად აღვადგენთ ოდესასა და ჩვენი ქვეყნის სხვა ქალაქებსა და სოფლებს ", - განაცხადა შმიგალმა.