საქართველოში რუსულ-ქართული უნივერსიტეტის შესაძლო დაფუძნების საკითხს პოლიტიკურ სპექტრში კვლავ აქტიურად განიხილავენ. განათლების სამინისტროს პოზიციას იმის თაობაზე, რომ რუსული უნივერსიტეტის გახსნა სიმართლეს არ შეესაბამება, ოპოზიციაში არ ენდობიან. მმართველი პარტიის წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ საქართველოში რუსული უნივერსიტეტის გახსნა არც კი განიხილება. აღნიშნულ საკითხს დღეს საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკიც გამოეხმაურა. რა თქვა ჰერჩინსკიმ და როგორ შეაფასეს ეს პროცესი ქართველმა პოლიტიკოსებმა.