საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 1-ლი მაისის მონაცემებით, საქართველოდან ექსპორტზე 10 ათას ტონაზე მეტი ატამი გავიდა, რამაც ქვეყანას ჯამში 11 მილიონი დოლარი მოუტანა. ექსპორტის მოცულობა, გასულ წელთან შედარებით 4%-ით გაიზარდა. როგორც east-fruit-ი წერს, ძირითადი ექსპორტიორი ქვეყნების რუსეთი, სომხეთი, ბელარუსი და უკრაინა არიან. სოფლის მეურნეობის სამინისტროში მიაჩნიათ, რომ საექსპორტო პოტენციალის ზრდა დიდწილად იმ სახელმწიფო პროგრამებს უკავშირდება, რომელსაც სამინისტრო ფერმერების დასახმარებლად ახორციელებს. მათ შორის არის „შეღავათიანი აგროკრედიტი“, რომლის მიზანია სოფლის მეურნეობაში პირველადი წარმოების, გადამუშავებისა და შენახვა-მარკეტინგის საწარმოო პროცესების გაუმჯობესება. ასევე „დანერგე მომავალი“, რომელიც სახელმწიფო პროგრამის - „შეღავათიანი აგროკრედიტის“ ნაწილია და გულისხმობს ფერმერების მიერ ნერგების შესაძენად ბაღების განახლებისა და გაშენებისთვის სახელმწიფო დაფინანსებას. ამ პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, დაახლოებით 18 ათას ჰექტარ მიწის ნაკვეთზე ახალი მრავალწლიანი ბაღები გაშენდა, სახელმწიფო დაფინანსების მოცულობა კი 133 მილიონ ლარს აჭარბებს.