ცინცაძის ქუჩაზე კიდევ ერთი სკვერი განახლდა
საბურთალოს რაიონის გამგეობა მოსასვენებელი სივრცეების რეაბილიტაციასა და მოწყობას განაგრძობს. ამჯერად, ინფრასტრუქტურული სამუშაოები ცინცაძის ქ. N3-ის მიმდებარედ არსებულ სკვერში განხორციელდა.
სამუშაოების შედეგად, სკვერის ტერიტორია გაიზარდა. 1 200 კვ. მ ფართობზე განთავსდა ყველა შესაბამისი საპარკო ინფრასტრუქტურა და მოეწყო საბავშვო-გასართობი ზონა. დამონტაჟდა გარე განათების ქსელი და სარწყავი სისტემაც.
კეთილმოწყობის დასკვნით ეტაპზე, დაირგო 100-ზე მეტი სხვადასხვა სახის ხე-მცენარე და გამწვანდა დასასვენებელი სივრცე.
დასრულებულ სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე გაეცნო.
ინფრასტრუქტურული პროექტისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 253 427 ლარი გამოიყო. სამუშაოები საბურთალოს გამგეობის დაკვეთით, კომპანიამ „მონოლითი 2005“ შეასრულა.