საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია იტალიის დედაქალაქ რომში, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციაში, გაეროს სასურსათო სისტემების სამიტს დაესწრო, რომელსაც 1200 დელეგატი, მათ შორის 19 ქვეყნის მეთაური და პრემიერ-მინისტრი და 65 ქვეყნის მინისტრები ესწრებოდნენ.
სამიტის ფარგლებში გამართულ მაღალი რანგის სესიაზე სიტყვით გამოვიდნენ გაეროს გენერალური მდივანი, ანტლონიო გუტიერეში, იტალიის პრემიერ მინისტრი ჯორჯა მელინი და სხვადასხვა ქვეყნის პრეზიდენტები და მთავრობის მეთაურები. მონაწილეებმა სასურსათო სისტემების 2021 წლის სამიტზე აღებული ვალდებულებების პროგრესი და მიღწეული შედეგები განიხილეს. როგორც სესიაზე აღინიშნა, კონკრეტული მაგალითების გაზიარებით, გადაუდებელი და მასშტაბური ღონისძიებების მხარდაჭერით მდგრადი სასურსათო სისტემების შექმნა ხელს უწყობს უკეთესი შედეგების მიღებას.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია რომში ვიზიტის ფარგლებში იტალიის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, სურსათის და სატყეო პოლიტიკის მინისტრს, ფრანჩესკო ლოლობრიჯიდას შეხვდა. შეხვედრისას ხაზი გაესვა ორი ქვეყნის უწყებებს შორის თამამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობას სამეცნიერო-კვლევითი კუთხით და აგროსასურსათო პრიდუქციით ვაჭრობის გაუმჯობესების მიმართულებით. იტალიელმა კოლეგამ მინისტრთან საუბრისას აღნიშნა რომ ქართული ღვინო გამოირჩევა მაღალი ხარისხით და აქვს კარგი საექსპორტო პოტენციალი. ფრანჩესკო ლოლობრიჯიდამ იმედი გამოთქვა, რომ საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს და მალე გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა.