ინტერ მაიამისა და კრუს ასულს შორის გამართულ მატჩს, რომელიც ჩრდილოამერიკული ლიგის თასის ჯგუფურ ეტაპზე შედგა, თვალი 12.5 მილიონმა ამერიკელმა მიადევნა. ეს მაჩვენებელი ამერიკის შეერთებული შტატების ფეხბურთის ისტორიაში რეკორდულია.
ლეო მოედანზე 54-ე წუთზე გამოვიდა, თამაშის დამატებით წუთებში, კი გამარჯვების მომტანი გოლიც გაიტანა. სტადიონზე შეკრებილი 21 000 გულშემატკივრის გარდა მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას აშშ-ში 12.5 მილიონი მომხმარებელი უყურებდა.
ინტერ მაიამის მფლობელმა, დევიდ ბექჰემმა განაცხადა, რომ მესის პრეზენტაციის ამსახველმა ვიდეომ, მსოფლიოს მასშტაბით, ჯამში 3.5 მილიარდი ნახვა დააგროვა. ეპოქალური არგენტინელის ტრანსფერის გასაჯაროების შემდეგ, კლუბის ანგარიშების გამომწერების რიცხვმა 20-ჯერ მოიმატა. "ოქროს ბურთის" 7-გზის გამარჯვებულის სადებიუტო შეხვედრას მსოფლიოში ცნობილი ბევრი ადამიანი დაესწრო, მათ შორის იყვნენ ლებრონ ჯეიმსი, კიმ კარდაშიანი და სერენა უილიამსი.