Twitter-ის მფლობელმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ სოციალური ქსელის ლოგოტიპს შეცვლის.
„მალე დავემშვიდობებით Twitter-ის ბრენდს და თანდათან ყველა ჩიტს“, - განაცხადა მან. ბიზნესმენმა ახალი ლოგოს სავარაუდო დიზაინიც გამოაქვეყნა, რომელიც შავ ფონზე ასო Х-ს წარმოადგენს.
„თუ დღეს საღამოს Х-ის საკმარისად კარგი ლოგოტიპი გამოქვეყნდება, ხვალ მას მთელს მსოფლიოში გავუშვებთ“, - დასძინა მასკმა.
ამასთან, მან პლატფორმის ინტერფეისის ფერის ცვლილების შესახებ გამოკითხვაც გამოაქვეყნა და მომხმარებლის ლურჯის შავით ჩანაცვლება შესთავაზა..