უნივერსიტეტი თუ სასწავლო ცენტრი, რომელიც რუსეთის ინტერესებს მოემსახურება - საქართველოში რუსულ-ქართული უნივერსიტეტის გახსნის ინიციატივას ხელისუფლების ოპონენტები მიუღებელს უწოდებენ და მთავარ პრობლემას მმართველი გუნდის არასწორ პოლიტიკაში ხედავენ. ოპოზიციაში ოკუპაციის კანონის უმოქმედობაზე საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ რუსულ-ქართული უნივერსიტეტის შექმნით მმართველი გუნდი ოკუპანტი ქვეყნის მიმართ კეთილგანწყობას გამოხატავს. ოპოზიციაში აცხდებენ, რომ მთავარი გამოსავალი “ქართული ოცნების” მმართველობის დროულად დასრულება იქნება.