“ნაციონალური მოძრაობისა” და “სტრატეგია აღმაშენებლის” გაერთიანებამ ოპოზიციურ სპექტრში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ხელისუფლების ოპონენტების ერთი ნაწილისთვის გაერთიანების იდეა არის “ქართული ოცნების” დამარცხების ერთადერთი გზა. მეორე ნაწილი კი აღნიშნავს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება არის ნაადრევი. პარტია “ლელო”, რომელიც პოლიტიკური ცენტრის შექმნას აანონსებს, “ნაციონალური მოძრაობისა” და “სტრატეგია აღმაშენებლის” გაერთიანებაში სიახლეს ვერ ხედავს. “ლელოში“ აცხადებენ, რომ თითოეულმა პარტიამ საკუთარ განვითარებაზე უნდა იფიქროს და შედეგზე ორიენტირებული გადაწყვეტილებები მიიღოს.