სოციალური მედიის გიგანტმა “ტვიტერმა“ კომპანიის ლოგო შეცვალა, კერძოდ ლურჯი ჩიტი X-ით ჩაანაცვლა. „მალე ჩვენ დავემშვიდობებით ტვიტერის ბრენდს და თანდათანობით, ყველა ფრინველს“ - წერს ილონ მასკი საკუთარ ანგარიშზე. მისი თქმით, "X.com"დომენი ქსელის მომხმარებლებს Twitter-ის მთავარ გვერდზე გადაამისამართებს. მასკმა, საკუთარ პროფილზე გააზიარა კომპანიის სათაო ოფისის ფოტო, რომელშიც ჩანს, რომ შენობა ახალი ლოგოთია განათებული.