ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრის, გაბრიელიუს ლანდსბერგისის განცხადებით, ნატომ უკრაინის მხარდაჭერისთვის საჭირო ძალისხმევა უნდა გააორმაგოს, რადგან რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ესკალაციის გზას დაადგა.
აღნიშნულ განცხადებას ლანდსბერგისი სოციალურ ქსელებში ავრცელებს.
„ნატოს ვილნიუსის სამიტის შემდეგ პუტინი გათამამდა და ესკალაციაზე წასვლას, მარცვლეულის შეთანხმებიდან გასვლას, ოდესაზე თავდასხმებს, ახლა კი დუნაიზე მდებარე პორტის დაბომბვას ბედავს. უფრო გასაგებად უნდა ავუხსნათ, ყველანაირად დავეხმარებით უკრაინას გაიმარჯვოს ომში და ალიანის წევრი გახდეს. დროა, გავაორმაგოთ ძალისხმევა“, - განაცხადა ლიეტუვას საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.