რომელ ევროპულ ღირებულებებს იზიარებთ? საქართველოს ევროპაში სერიოზულად აღარავინ აღიქვამს. სამწუხაროა, - ასე ეხმაურება ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი, თომას ჰენდრიკ ილვესი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის „ტვიტერის“ პოსტს, რომელიც მან ხორვატიის პრემიერთან შეხვედრის შემდეგ გამოაქვეყნა.
„რომელ ევროპულ ღირებულებებს იზიარებთ? კანონის უზენაესობას? ადამიანის უფლებების პატივისცემას? საქართველოს ევროპაში სერიოზულად აღარავინ აღიქვამს. სამწუხაროა. საკუთარი ინტერესებისთვის ზიანის მიყენებაა“, - წერს თომას ჰენდრიკ ილვესი „ტვიტერზე“.
ცნობისათვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ხორვატიის პრემიერთან ანდრეი პლენკოვიჩთან შეხვედრის შემდეგ „ტვიტერში“ დაწერა, რომ საქართველო და ხორვატია ისტორიულ, კულტურულ და ევროპულ ღირებულებებს იზიარებენ.