პრიმაკოვის ცენტრის ხელმძღვანელმა, დიმიტრი ლორთქიფანიძემ თბილისში ქართულ-რუსული უნივერსიტეტის შექმნა დააანონსა. ოპოზიციაში ამას რუსული ექსპანსიის ახალ ტალღას უწოდებენ და აღნიშნავენ, რომ ასეთი უნივერსიტეტები აფართოებენ რუსული პოლიტიკის გავლენას საქართველოში. მმართველი პარტიის წარმომადგენლები კი აღნიშნულ საკითხზე საუბარს არასერიოზულს უწოდებენ. უნდა ველოდოთ თუ არა რუსული უნივერსიტეტის გახსნას თბილისში და რა შეფასებები კეთდება აღნიშნულ საკითხზე პოლიტიკურ სივრცეში.