ოდესის ოლქზე რუსული ძალების მიერ წუხელ განხორციელებული თავდასხმის შედეგად მდინარე დუნაის საპორტო ინფრასტრუქტურა დაზიანდა და 6 ადამიანი დაშავდა, - ინფორმაციას ოდესის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეგ კიპერი ავრცელებს.
„რუსმა ტერორისტებმა წუხელ კიდევ ერთხელ შეუტიეს ოდესის ოლქს. ამჯერად სამიზნე მდინარე დუნაის საპორტო ინფრასტრუქტურა იყო. რუსები პორტებს Shahed-136-ის დრონებით ოთხი საათის განმავლობაში უტევდნენ. სამი დრონი ჩვენმა საჰაერო თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს. თავდასხმის შედეგად ექვსი ადამიანი დაშავდა“, - განაცხადა ოლეგ კიპერიმ.
მისი თქმით, დარტყმის შედეგად მარცვლეულის ანგარი განადგურდა და ტვირთის შესანახი რეზერვუარები დაზიანდა.