რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, თითქმის ერთი წლის განმავლობაში „მარცვლეულის შეთანხმების“ ფარგლებში უკრაინიდან ექსპორტირებული ტვირთის 70% მაღალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში, მათ შორის ევროკავშირში მიდიოდა. პუტინი აცხადებს, რომ აღნიშნული გარიგების რუსული ნაწილი არ შესრულებულა. მანვე აღნიშნა, რომ „მარცვლეულის გარიგების“ გაგრძელებამ აზრი დაკარგა. რუსეთის პრეზიდენტმა სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სანქციების მიუხედავად, რუსეთი აფრიკისთვის მარცვლეულის, საკვებისა და სასუქის მიწოდების ორგანიზებაზე მუშაობას გააგრძელებს.