უკრაინის პრეზიდენტი ოკუპანტების მიერ ოდესაზე თავდასხმების შესახებ საუბრობს. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, თავდასხმის შედეგად საბერძნეთის საკონსულოს შენობა დაზიანდა. მისივე თქმით, სამი დღის წინ, კიდევ ერთმა ასეთმა თავდასხმამ ჩინეთის საკონსულოს შენობაც დააზიანა. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ თავდასხმის სალიკვიდაციო სამუშაოები ოდესაში მთელი დღის განმავლობაში გრძელდებოდა. მანვე ოდესის ფერისცვალების ტაძარზეც ისაუბრა, რომელსაც გუშინ რუსული რაკეტა მოხვდა. პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ უკრაინა-ნატო-ს საბჭოს პირველი სხდომა ოთხშაბათს გაიმართება.