მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის განცხადებით, დღეს დილით რუსეთის დედაქალაქს დრონებით თავს დაესხნენ. მანვე განმარტა, რომ სერიოზული ზიანი არ დაფიქსირდა და თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია. სობიანინის თქმით, ადგილზე ყველა შესაბამისი სამსახური არის მობილიზებული. ფაქტთან დაკავშირებით განცხადება რუსეთის თავდაცვის სამინისტრომაც გაავრცელა. უწყებაში ამბობენ, რომ უკრაინამ ორი დრონის გამოყენებით მოსკოვში მდებარე ობიექტებზე ტერორისტული თავდასხმა სცადა, ორივე დრონი კი რადიოელექტრონული საშუალებებით ჩაახშვეს.