კოსტავას ქუჩა, მელიქიშვილისა და რუსთაველის გამზირები, ასევე, მიმდებარედ არსებული მიწისქვეშა გადასასვლელები და კონტეინერები მოირეცხა. სამუშაო პროცესს თბილისის მერი, კახა კალაძე მოადგილესთნ და „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორთან, დავით ფაჩულიასთან ერთად გაეცნო. აღნიშნული კომპანია 100-მდე ქუჩას სისტემატურად რეცხავს. გარდა ამისა, გზის სავალი ნაწილი გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, გლდანის რაიონში, ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩებზეც მოირეცხა.