ჯანდაცვის სამინისტრო აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტის თაობაზე განცხადებას ავრცელებს. უწყება აცხადებს, რომ საბჭოს წევრებს პროტოკოლის თაობაზე პოზიციის დაფიქსირებისთვის ვადა 24 ივლისამდე განესაზღვრათ. სამინისტროში განმარტავენ, რომ აღნიშნული პროცედურები და ვადების დაცვა ახალი მედიკამენტის დანერგვასთან დაკავშირებული რისკების გადაზღვევას ემსახურება.