„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტ-ქალაქში“ მომავალი საპარლამენტო არჩევნების შესახებ და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად ჩამოყალიბებულ გაერთიანებაზე ისაუბრა. ვაშაძემ აღნიშნა, რომ არჩევნები მარტივი არ იქნება, თუმცა კომპლექსური მუშაობის შედეგად, „გამარჯვების პლატფორმას“ შეუძლია არჩევნებში პირველი ადგილის მოპოვება. „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, ოპოზიციურ პარტიებს გაერთიანებისკენ და კონსოლიდაციისკენ მოუწოდებს.