ბათუმში სიმაღლიდან ვარდნის შედეგად მამაკაცი დაიღუპა. ადგილობრივების ინფორმაციით, გარდაცვლილი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
მათივე თქმით, მამაკაცი ერთ-ერთი სასტუმროს 22-ე სართულიდან გადმოვარდა.
იგი ექსპერტიზის ბიუროში არის გადასვენებული.
მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება მიმდინარეობს.