ცაგერში რაჭა-ლეჩხუმის ღვინის ფესტივალი გაიმართა ღონისძიება რეგიონში უკვე მეორედ ტარდება. წელს, ფესტივალში რაჭა-ლეჩხუმის რეგიონის დიდი, საშუალო და მცირე 65 მარანი მონაწილეობდა. მათ საკუთარი პროდუქცია ფესტივალის სტუმრებს, ასევე ევროპის ქვეყნებიდან მოწვეულ სავაჭრო ქსელების წარმომადგენლებს, სომელიეებსა და ბიზნესის წარმომადგენლებს წარუდგინეს. ფესტივალი საზეიმო კონცერტით დასრულდა.