"ნაციონალური მოძრაობა" და "სტრატეგია აღმაშენებელი" მოსახლეობასთან შეხვედრებს იწყებენ. ახლადაფუძნებული ერთობის ლიდერების განცხადებით, შემოდგომიდან აქტიურად იმსჯელებენ სიის ფორმირების საკითხზე, ერთობის სახელწოდებასა და საარჩევნო ნომერზე. სერგო ჩიხლაძის განცხადებით, მათ მიერ დაფუძნებული გაერთიანება იქნება გარანტია, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ქართული ოცნება დამარცხდება. ნაციონალური მოძრაობის გარშემო შექმნილი ერთობის წარუმატებლობაში დარწმუნებულია მმართველი პარტია.