ვინ იქნება ნაციონალური მოძრაობისა და სტრატეგია აღმაშენებლის გაერთიანების პრემიერობის კანდიდატი. ქვეყნის მესამე პრეზიდენტი საკუთარ პარტიას სამოქმედო გეგმას სთავაზობს. სააკაშვილი ფიქრობს რომ სიის პირველი ნომერი უნდა იყოს ის, ვისი რეიტინგიც კვლევებში ყველაზე მაღალი იქნება. ამ მიდგომას იზიარებენ გაერთიანების წევრებიც. ხაბეიშვილი- ვაშაძის ერთობას სკეპტიკურად უყურებს მმართველი პარტია. მათი თქმით, ნაციონალური მოძრაობა ამომრჩევლის გულის მოგებას ვერც ამჯერად მოახერხებს.