უკრაინის გენერალური შტაბი ინფორმაციით, 22 ივლისის მდგომარეობით, უკრაინაში შეჭრის შემდგომ (24.02.22) რუსეთის ჯარის საერთო დანაკარგები დაახლოებით, 241330 სამხედროს შეადგენს, აქედან მხოლოდ გასული დღე-ღამის განმავლობაში 640 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა.
უწყების ინფორმაციით, რუსულმა არმიამ ასევე 4140 ტანკი, 8096 ერთეული ჯავშანტექნიკა, 4629 საარტილერიო სისტემა, 693 ერთეული სარაკეტო სისტემა, 448 საჰაერო თავდაცვის სისტემა, 315 თვითმფრინავი, 310 ვერტმფრენი, და საოპერაციო-ტაქტიკური დანიშნულების 3944 უპილოტო საფრენი აპარატი დაკარგა.
„დანაკარგების სიაში ასევე 1298 ფრთოსანი რაკეტა, 18 ხომალდი /კატარღა/,საავტომობილო ტექნიკის და ავტოცისტერნის - 7159 და სპეციალური ტექნიკის 691 ერთეული შედის“, - აღნიშნულია განცხადებაში.