აშშ-ს თეთრი სახლის ინფორმაციით, უკრაინა დახმარების ახალ პაკეტს მიიღებს, რომლის მოცულობა 400 მილიონი აშშ დოლარი იქნება და მასში არტილერია, საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები და სხვა ტექნიკა შევა.
ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ამჯერად კასეტურ საბრძოლო მასალაზე საუბარი არ არის.
„უკრაინას ჯავშანტრანსპორტიორები Stryker, სარაკეტო კომპლექსები NASAMS, საარტილერიო კომპლექსები HIMARS, Patriot, Stinger და ასევე ტანკსაწინააღმდეგო საშუალებები, მათ შორის TOW და Javelin გადაეცემა“, - ნათქვამია განცხადებაში.