"პარი სენ-ჟერმენმა" მტკიცე გადაწყვეტილება მიიღო: კილიან მბაპე გუნდს იაპონიაში არ გაყვება. ყველა ავტორიტეტული გამოცემა ერთხმად იტყობინება, რომ პარი სენ-ჟერმენმა ფრანგი შემტევი განაცხადს მიღმა დატოვა და ულტიმატუმიც წაუყენა.
მბაპე ვეღარ ითამაშებს პსჟ-ს მაისურით იქამდე, სანამ გადაწყვეტილებას არ მიიღებს: ან კონტრაქტი უნდა გაახანგრძლივოს, ან წელსვე დატოვოს გუნდი. პარიზელები ფიქრობენ, რომ მბაპეს "რეალთან" 2024 წლისთვის აქვე შეთანხმება, ამიტომ მისი უფასოდ დაკარგვა არ სურთ და გადაწყვეტილების მიღებას აჩქარებენ.
ფრანგული გამოცემა „ეკიპის“ ინფორმაციით, „პარი სენ-ჟერმენმა“ გადაწყვიტა, თავდამსხმელი კილიან მბაპე იაპონიაში წინასასეზონო საწვრთნელ შეკრებაზე არ წაიყვანოს – ამ გადაწყვეტილების შესახებ ფეხბურთელს „ლე ავრთან“ ამხანაგური მატჩის (2:0) შემდეგ აცნობეს, რომელიც პარასკევს, 21 ივლისს, პსჟ-ის ბაზაზე გაიმართა და მბაპემ ერთი გოლი გაიტანა. „კლუბში მიიჩნევენ, რომ თავდამსხმელმა, რომელსაც პსჟ-სთან კონტრაქტი 2024 წლის ივნისში ეწურება, მადრიდის „რეალთან“ პირადი კონტრაქტის პირობები უკვე შეათანხმა – მბაპე „სამეფო კლუბში“ ყოველწლიურად 54 მილიონ ევროს მიიღებს. მადრიდის „რეალი“ არ აპირებს პსჟ-დან მბაპეს ტრანსფერში 180 მილიონ ევროზე მეტის გადახდას, ფრანგულ კლუბს კი სურს, რომ დამატებითი ბონუსების სახით დაახლოებით 47 მილიონი ევრო მიიღოს. ეს საკითხი მოლაპარაკებების პროცესში, შესაძლოა, პრობლემად იქცეს, მაგრამ პსჟ-ი იძულებული გახდება ფეხბურთელი მაინც გაყიდოს, რათა 2024 წლის ზაფხულში საერთოდ უფასოდ არ მოუწიოს მისი გაშვება“, – წერს „ეკიპი“.