პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, „ვაგნერის“ დაჯგუფების ბელარუსში დაგეგმილ წვრთნებთან დაკავშირებული შესაძლო საფრთხის გამო, ჯარების ქვეყნის დასავლეთ ნაწილიდან აღმოსავლეთ ნაწილში გადაყვანის განკარგულება გასცა.
„წვრთნები, ან ბელარუსის არმიასთან ერთობლივი წვრთნები უდავოდ პროვოკაციაა“, - განაცხადა პოლონეთის უშიშროების კომიტეტის მდივანმა, ზბიგნევ გოფმანმა.
მისი თქმით, ოთხშაბათს პოლონეთის უშიშროების კომიტეტის სხდომა გაიმართა, რომელზედაც, სხვა საკითხებთან ერთად, შესაძლო საფრთხეები, მაგალითად, „ვაგნერის“ ჯგუფის დანაყოფების დისლოკაციის საკითხი გააანალიზეს.
„ამიტომ ეროვნული თავდაცვის მინისტრმა, კომიტეტის ხელმძღვანელმა მარიუშ ბლაშჩაკმა მიიღო გადაწყვეტილება ჩვენი სამხედრო ფორმირებების დასავლეთიდან პოლონეთის აღმოსავლეთით გადაყვანასთან დაკავშირებით. ამ ქვედანაყოფების ამოცანაა მომზადება, ასევე პოტენციური აგრესორის შეკავება“, - აღნიშმა გოფმანმა.
შეგახსენებთ, გუშინ ბელარუსის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ პოლონეთის მახლობლად მდებარე სასწავლო პოლიგონზე „ვაგნერის“ დაქირავებული ჯარისკაცებისა და ბელარუსი სპეცრაზმელების ერთობლივი წვრთნები გაიმართება.