საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ახლადდანიშნულ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს როლანდ ბერიძეს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები მიმოიხილეს.
როლანდ ბერიძე სხვადასხვა წლებში საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა, იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ქუვეითის სახელმწიფოში.