საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის საბაჟო წესების დარღვევით გადმოტანის ფაქტი გამოავლინა. დაკავებულა უცხო ქვეყნის მოქალაქე. ბრალდებულმა, საბაჟო გამშვები პუნქტი „სადახლო - საავტომობილო“-ს გავლით, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე 935 გრამი ოქროს ნაკეთობები გადმოიტანა, რომლის საერთო საბაჟო ღირებულება 152 241 ლარს შეადგენს