ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორის, ჯონ კირბის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთის ფედერაციის ქმედებებს შავ ზღვაში ყურადღებით დააკვირდება. მანვე ხაზი გაუსვა, რომ ამერიკა რუსეთს კვლავ მოუწოდებს შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებას დაუბრუნდეს.
კირბიმ ხაზი გაუსვა, რომ შავ ზღვაში სამოქალაქო გემები ცდილობენ მიაწოდონ საკვები პროდუქტები იმ ადამიანებს, ვისაც ეს სჭირდება.