თანამედროვე კულინარია, რომელიც ქარიზმატული მზარეულების წყალობით იქცა ნამდვილ ხელოვნებად, დიდი ხანია გასცდა გასტრონომიის საზღვრებს და საზოგადოებრივი ცხოვრების პრაქტიკულად ყველა სფეროში დაიმკვიდრა ადგილი. გამონაკლისი არც კინემატოგრაფია აღმოჩნდა, რომელმაც ‘’გასტროკინოს’’ ახალი ჟანრი შექმნა და რეჟისორებს გადასაღები მოედნის პრესტიჟული რესტორნების სამზარეულოში გადატანა, მსახიობებს კი, ურთულესი პროფესიის შესწავლა და კერძების მომზადება აიძულა, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ეკრანული მზარეულების ოსტატობა ყოველთვის ბუნებრივი და დამაჯერებელი, მათი კულინარული ექსპერიმენტები კი, საინტერესო და მადის აღმძვრელია.