უკრაინამ სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში რუსული ძალების წინააღმდეგ აშშ-ის მიერ მიწოდებული კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენება დაიწყო, რათა გაანადგუროს კარგად გამაგრებული რუსული პოზიციები, რომლებმაც უკრაინის ზაფხულის კონტრშეტევა შეანელა, - ინფორმაციას Washington Post-ი უკრაინელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ ამერიკული წარმოების საკამათო იარაღის გამოყენებას აღნიშნული საბრძოლო მასალის მიწოდების შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გადაწყვეტილება უსწრებდა წინ. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ თუკი უკრაინა კასეტურ საბრძოლო მასალას გამოიყენებს, რუსეთი ადეკვატურად იმოქმედებს, თუმცა, გაერო-ს ცნობით, რუსეთმა უკრაინაში შეჭრის შემდეგ კასეტური საბრძოლო მასალა უკრაინის დასახლებულ რაიონებში არაერთხელ გამოიყენა. კასეტური ბომბები კანონით 120-ზე მეტ ქვეყანაშია აკრძალული, თუმცა ამ ქვეყნებს შორის უკრაინა და რუსეთი არ არიან.