სენაკის მუნიციპალიტეტში, სოფლის განვითარების სააგენტომ ლურჯი მოცვის ბაღის გაშენება და სამაცივრე მეურნეობის შექმნა დააფინანსა. კომპანიამ „ლურჯი ბაღი“ სახელმწიფოს მხარდამჭერი პროგრამებით ისარგებლა და სოფლის განვითარების სააგენტოს გრანტი 484,000 ლარი მიიღო. სამაცივრე მეურნეობას 250 ტონა ლურჯი მოცვის შენახვის შესაძლებლობა აქვს.